აშშ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სკანდინავიელი სამშვიდობოების გაგზავნის ინიციტივით გამოვიდა
-
+
1 ნოემბერი. 2020. 11:06
აშშ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სკანდინავიელი სამშვიდობოების გაგზავნის ინიციტივით გამოვიდა. ამის შესახებ განცხადება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, რობერტ ობრაიანმა გააკეთა.
„თურქეთის მხრიდან ნებისმიერი სახის შუამავლობა ან მშვიდობისმყოფელობა წარუმატებელი ინიციატივაა აშშ-ისა და სომხეთისთვის. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ორივე მხარე უნდა დათანხმდეს სკანდინავიელი სამშვიდობოების განლაგებას“, – განაცხადა ტრამპის მრჩეველმა.
მისივე თქმით, შეიარაღებულ სამშვიდობო ძალებში, ასევე უნდა იყვნენ წარმოდგენილები მშვიდობისმყოფელები ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებიდან.
„ჩვენ ვმუშაობთ სკანდინავიის მთავრობებთან სამშვიდობო ძალების ფორმირების საკითხზე, რომელთა განთავსებაც შესაძლებელი იქნება რეგიონში, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დასაცავად“, – განაცხადა ობრაიენმა.