გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსისგან კიდევ 2 413 პაციენტი განიკურნა . გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 25 104-მდე გაიზარდა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი 1 791 შემთხვევა დადასტურდა. ამით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 40 727-მდე გაიზარდა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 28 ადამიანი, რის გამოც გარდაცვალებულთა რაოდენობა 335 -მდე გაიზარდა.