ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის „ქართულ ოცნებას“ ხმების 48.28%, „ნაციონალურ მოძრაობას“ 26.57%, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ 3.79% აქვს.
სულ 3 847 უბნიდან მონაცემები დათვლილია 3 233 უბნის მიხედვით.
ხმების პროცენტული გადანაწილება ამ დროისთვის ასეთია:
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 48.28% (767 588 ხმა);
„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 26.57% (422 342 ხმა);
„ევროპული საქართველო“ – 3.79% (60 299 ხმა);
„პატრიოტთა ალიანსი“ – 3.18% (50 564 ხმა);
„ლელო“ – 3.25% (51 619 ხმა);
„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3.15% (50 087 ხმა);
„გირჩი“ – 3.03 % (48 217 ხმა);
„ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ (21 918 ხმა) – 1.38%;
„ლეიბორისტული პარტია“ – 1% (15 966 ხმა).
დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.