logo_geo
eng_logo
წინასწარი მონაცემებით, გორისა და კასპის მაჟორიტარულ ოლქში გიორგი ხოჯევანიშვილმა ხმების 56 პროცენტი მიიღო, ბადრი ბასიშვილმა - 28 პროცენტი
- +

1 ნოემბერი. 2020. 12:42

 

 

გორისა და კასპის მაჟორიტარულ ოლქში 126-ვე უბანზე შესული ბიულეტენები დათვლილია.

 

როგორც გორის მე-15 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილმა განაცხადა, გორში რეგისტრირებული 95 000-ზე მეტი ამომრჩევლიდან, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 54 962-მა, რაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 57,5%-ია.

 

გორისა და კასპის მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველმა არჩევანი 13 მაჟორიტარ კანდიდატს შორის გააკეთა.

 

წინასწარი მონაცემებით, გორისა და კასპის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა 10 030 ამომრჩევლის ხმა მიიღო, რაც ხმების 56%-ია, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ კანდიდატ ბადრი ბასიშვილს კი მხარი 5 003-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 28%-ია.

 

გორის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის ცნობით, გორის საარჩევნო ოლქში შვიდი საჩივარი დაიწერა და ყველა პროცედურულ დარღვევებს ეხება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner