ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გოჩა ენუქიძე იმარჯვებს.
ცესკო-ს მონაცემებით, გოჩა ენუქიძემ ამომრჩეველთა ხმების 57.74 % მიიღო.
„ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატი დილარ ხაბულიანი 15.63 %
„პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ერეკლე საღლიანი 10.76 %
„ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი სოსო ლიპარტელიანი 7.43 %
ამ დროისთვის დათვლილია ხმების 67%.