ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, გურჯაანი-საგარეჯო-დედოფლისწყარო-სიღნაღის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნებს პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით სონღულაშვილი იგებს. #9 მაჟორიტარულ ოლქში 163 უბნიდან მონაცემები დათვლილია 51 უბანზე და შედეგები ამ დროისთვის შემდეგნაირად ნაწილდება.
დავით სონღულაშვილი „ქართული ოცნება“ - 51,8%;
ლევან ბეჟაშვილი „ნაციონალური მოძრაობა“ - 30,02%;
გიორგი ღვინიაშვილი „ევროპული საქართველო“ - 7,94%;
ეკატერინე ქვლივიძე „ლელო“ – 3,78%;
სოსლან გარსევანიშვილი „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,28%;
სხვა კანდიდატები ამ დროისთვის 1%-ზე ნაკლებს აგროვებენ.
ცესკო-ს მონაცემებით, უბნების 85,63%-ის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ - 48,29%; „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 26,61% აქვს.