„ვულოცავ ქართველ ხალხს თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს. პროვიზიის ინფორმაციით, ბოლო საარჩევნო რეფორმის წარმატებით 9-მდე პარტია შევა პარლამენტში“, - ამის შესახებ ბუნდესტაგის დეპუტატი აქსელ ფიშერი Facebook-ზე წერს.
დეპუტატის თქმით, ამავდროულად, ოფიციალური ინფორმაციით, ამომრჩევლებმა მესამეჯერ დაადასტურეს „ქართული ოცნების“ მთავრობის მანდატი.
„ამავდროულად, ოფიციალური ინფორმაციით, ამომრჩევლებმა მესამეჯერ დაადასტურეს „ქართული ოცნების“ მთავრობის მანდატი, რაც აქამდე მიღწევების აღიარების გარდა, ასევე, სპეციალური პასუხისმგებლობაა რეფორმის ტემპზე.
უკვე მოუთმენლად ველოდები ჩემს ძველ და ახალ კოლეგებთან ერთად საქართველოს პარლამენტში მუშაობას.
ამჟამად ვფიქრობ, რომ გამოხატული მანიპულაციის ბრალდებები უსამართლობას დაამტკიცებენ“, - წერს აქსელ ფიშერი.