logo_geo
eng_logo
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ერთობლივი სადამკვირვებლო მისია საარჩევნო პროცესს დადებითად აფასებს
- +

1 ნოემბერი. 2020. 15:14

 

 

„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ერთობლივი სადამკვირვებლო მისია საარჩევნო პროცესს დადებითად აფასებს“, - ამის შესახებ განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის ბრიფინგზე მისიის ხელმძღვანელმა ქეთევან ჩაჩავამ განაცხადა.

 

„ჩვენი მისია დააკვირდა კენჭისყრის დღეს როგორც უბნის გახსნამდე ჩატარებულ ყველა პროცედურას, ასევე კენჭისყრის მიმდინარეობასა და შედეგების შეჯამებას. მთლიანობაში მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყნის მასშტაბით მომუშავე ჩვენმა 100-მა და საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე მომუშავე 10-მა დამკვირვებელმა საარჩევნო პროცესი დადებითად შეაფასა. მნიშვნელოვანი ტიპის ხარვეზები და დარღვევები არ იყო დაფიქსირებული, თუმცა იყო პროცედურული ხასიათის რიგი დარღვევები. პირველ რიგში მსურს ვისაუბრო, უბნის დახურვის შემდეგ დაფიქსირებულ დარღვევებზე. კერძოდ, დაფიქსირდა ყუთის გახსნამდე ამომრჩეველთა ხელმოწერებისა და გაცემული საარჩევნო ბიულეტენებს შორის აშკარა შეუსაბამობის ფაქტები; შემაჯამებელი ოქმების შევსების ხარვეზი; შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების, განსაკუთრებით ზოგი სადამკვირვებლო ორგანიზაციისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მხრიდან საარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობები; დათვლის პროცესში უბანზე პირთა დაშვება რეგისტრაციის გავლის გარეშე; დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის მცდელობები. ვაგრძელებთ მონიტორინგის პროცესს და ყველა დაფიქსირებულ ხარვეზს შესაბამის უწყებაში გავასაჩივრებთ“, - განაცხადა ჩაჩავამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner