რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი თურქეთს შეზღუდვებს ეტაპობრივად მოუხსნის. ამის თაობაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
„აუცილებელია, ერთი მხრივ, გაუქმდეს ეს შეზღუდვები საერთო პოლიტიკური ფონის გაუმჯობესებასთან ერთად, თუმცა, არა რუსი მწარმოებლებისა და იმ პარტნიორების საზიანოდ, რომლებმაც უკვე დაიკავეს გამოთავისუფლებული ნიშები", - განაცხადა რუსეთის პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა.
აქვე მედვედევმა განაცხადა, რომ თურქეთმა უნდა მისცეს რუსეთს ტურისტების უსაფრთხოების გარანტია.
ერდოღანისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ, კრემლმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც საუბარია თურქეთთან ვაჭრობის აღდგენასა და რუსი ტურისტების თურქეთში ჩასვლის აკრძალვის გაუქმებაზე. სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე შეზღუდვების გაუქმების შესახებ ვლადიმერ პუტინმა სწორედ ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ გასცა.