დათვლილია ამომრჩეველთა ხმების 97.09%. ინფორმაცია ცესკო-ს ვებ-გვერდზე განახლდა. ამ შედეგების მიხედვით, რამდენიმე პუნქტით დაიწია „ქართული ოცნების“ მაჩვენებელმა და მცირედით გაიზარდა ოპოზიციური პარტიების პროცენტული მაჩვენებლები.
პროპორციული სისტემით ძალთა გადანაწილების რაოდენობა ასეთია:
„ქართული ოცნება“ - 48.05%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27.07%
„ევროპული საქართველო“ - 3.79%
„პატრიოტთა ალიანსი“ - 3.18%
„ლელო“ - 3.17%
„სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3.15%
„გირჩი“ - 2.92%
„მოქალაქეები“ - 1.34%
„ლეიბორისტული პარტია“ - 1%