თურქეთი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას მიესალმება.
„ჩვენ კმაყოფილები ვართ, რომ არჩევნები მშვიდობიანად და მშვიდად ჩატარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ანკარა საუკეთესოს უსურვებს მეგობარ საქართველოს და დარწმუნებულია, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი ურთიერთობები ყველა სფეროში განვითარდება.