ტყიბული-თერჯოლა-ზესტაფონი-ბაღდათის 21-ე მაჟორიტარული ოლქის ყველა - 157 უბნის მონაცემები დათვლილია.
ცესკო-ს მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ბეჟან წაქაძემ ამომრჩეველთა ხმათა 49.15% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა კახა გეწაძემ კი 27.01%.
შესაბამისად, 21-ე ოლქშიც არჩევნების მეორე ტური გაიმართება.