logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასება გაცილებით პოზიტიურია, ვიდრე წინა არჩევნებთან დაკავშირებული დასკვნები
- +

1 ნოემბერი. 2020. 15:58

 

 

„საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შემაჯამებელი ანგარიშის თანახმად, 31 ოქტომბრის არჩევნები შეფასდა, როგორც კონკურენტული არჩევნები, რომელშიც დაცული იყო ყველა ფუნდამენტური უფლება. ნათქვამია, რომ COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად, საქართველომ შეძლო, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება“, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

„ეს გახლავთ საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მთავარი შეფასება, რომელიც ჩვენ მიერ ჩატარებული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას განსაზღვრავს. შეფასება გაცილებით პოზიტიურია, ვიდრე წინა არჩევნებთან დაკავშირებულ დასკვნებშია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner