„გუშინ ჩვენ ვაკვირდებოდით კონკურენტულ არჩევნებს, სადაც ფუნდამენტური თავისუფლება, ზოგადად, დაცული იყო და პროცედურების უმეტესობაც დაცული იყო, თუმცა ეს ნამდვილად არ იყო უნაკლო. განსაკუთრებით აღვნიშნავთ იმ დამაშინებელ ატმოსფეროს, რომელიც შექმნილი იყო ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ, აქტივისტების იქ ყოფნის გამო“, - ამის შესახებ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, ოსმან ასკინ ბაკმა 31 ოქტომბრის არჩევნების შესაფასებლად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„არჩევნები მოწესრიგებულ საარჩევნო ფარგლებში გაიმართა. ეს ბევრჯერ იყო განხილული ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესის მეშვეობით, თუმცა, ბევრი საკითხია განსახორციელებელი. ამაში შედის როგორც მედიის პოლარიზება, ისე არასაკმარისი საკითხების გათვალისწინება კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით, ასევე, ამომრჩევლებბზე ზეწოლა და გამმიჯნავი ხაზის არარსებობა მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის“, - განაცხადა ოსმან ასკინ ბაკმა.
ასამბლეამ 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში 13 დამკვირვებლისგან შემდგარ ჯგუფს გამოგზავნიდა. ჯგუფის შემადგენლობაში მოკავშირე ქვეყნების ხუთი დეპუტატი იყო, რომელსაც სწორედ თურქი პარლამენტარი და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, ოსმან ასკინ ბაკი ხელმძღვანელობდა.