logo_geo
eng_logo
„რეპორტიორში“ გამართული ბრიფინგის შემდეგ ნანა კაკაბაძე პროკურატურაში დაიბარეს
- +

30 ივნისი. 2016. 16:24


 

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე „რეპორტიორში" გამართული ბრიფინგის შემდეგ, რომელიც სულხან მოლაშვილის წამების საქმეს ეხებოდა, მთავარმა პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა. ნანა კაკაბაძე იყო პირველი, ვინაც კონტროლის პალატის ყოფილი უფროსის წამების შესახებ ინფორმაცია შეიტყო და ციხის გარეთ გამოიტანა.


„პროკურატურამ დამიბარა დაკითხვაზე, საგამოძიებო უწყებაში ორშაბათს უნდა გამოვცხადდე. როგორც პროკურორმა მითხრა. მე ვიყავი პირველი, ვინც სულხან მოლაშვილის წამების შესახებ შევიტყვე, როდესაც ციხეში მასთან შევედი. ინფორმაცია იმავე დღეს გამოვიტანე. მერე რამდენიმე დღეში მოვახერხე ისე, რომ მოლაშვილთან შევიყვანე ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი. მანამდე შევხვდი მათიას იორშს, 2 დღის შემდეგ, როცა სულხანი ვნახე და მივეცი ინფორმაცია მოლაშვილის შესახებ. შემდეგ მან ნახა მოლაშვილი და აღშფოთდა. ამის შემდეგ შეუშვეს სწორედ მაია ნიკოლეიშვილი ციხეში. დაიდო დასკვნა და გავრცელდა ფოტოებიც, რომელიც მთელმა მსოფლიომ ნახა. ამ ფაქტს მაშინ რეაგირება მოჰყვა მხოლოდ ის, რომ ექიმები გაათავისუფლეს სამსახურიდან, სხვას არავის არაფერი შეხებია. ამ საქმის გამოძიება ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო და მე სწორედ ამ საქმეზე დამკითხავს პროკურატურა", - განუცხადა „რეპორტიორს" ნანა კაკაბაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner