„მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ რიგში, ნახონ, რა შედეგები არსებობს, თუ საჭიროდ ჩათვლიან, გაასაჩივრონ ეს შედეგები, მაგრამ კენჭისყრის დღესვე შედეგების გაპროტესტება და გასაჩივრება, მომწიფებული დემოკრატიის ნიშანი არაა. კენჭისყრის დღეს ან მომდევნო დღეს დემონსტრაციების მოწყობა არაა საუკეთესო ნიშანი იმისა, რომ თქვენ პატივს სცემთ ამომრჩეველთა გადაწყვეტილებას“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიდერლანდელმა დეპუტატმა ტინი კოქსმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.
„ჩვენ ვაკვირდებით არჩევნებს, მაგრამ ჩვენ ერთადერთი დამკვირვებლები არ ვართ. არსებობს ცენტრალური საარჩევნო კომისია და სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციები თუ მისიები. რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, ეს ნამდვილად არ არის მომწიფებული და განვითარებული დემოკრატიის სიგნალი, ამიტომ მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ რიგში, ნახონ, რა შედეგები არსებობს, თუ საჭიროდ ჩათვლიან, გაასაჩივრონ ეს შედეგები, მაგრამ კენჭისყრის დღესვე შედეგების გაპროტესტება და გასაჩივრება, მომწიფებული დემოკრატიის ნიშანი არაა. კენჭისყრის დღეს ან მომდევნო დღეს დემონსტრაციების მოწყობა არაა საუკეთესო ნიშანი იმისა, რომ თქვენ პატივს სცემთ ამომრჩეველთა გადაწყვეტილებას. ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და მათ პატივი უნდა ვცეთ. ჯერ ყველა ერთად უნდა დავაკვირდეთ შედეგებს და შემდეგ დავიწყოთ დისკუსიები“, - განაცხადა ტინი კოქსმა.