logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ კრიმინალური ორგანიზაციაა, რომელმაც თავიდანვე ყოველ მეორე წინადადებაში რევოლუციური სცენარი დააანონსა
- +

1 ნოემბერი. 2020. 17:37

 

 

„მე დაახლოებით მესმის ოპოზიციური პარტიების მოტივაცია. ოპოზიციური პარტიები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მათ აქვთ საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა და ზოგს 0.80% აქვს და ზოგს მაქსიმუმ 3%, ისინი ბუნებრივია, ცუდ მდგომარეობაში არიან და უკან ვერ იხევენ და ამიტომ უფრო ადვილად აყვნენ „ნაცმოძრაობას“ ამ დესტრუქციის განხორციელებაში“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

 

მისი თქმით, საკუთრივ „ნაცმოძრაობა“ კრიმინალური ორგანიზაციაა, რომელმაც თავიდანვე ყოველ მეორე წინადადებაში რევოლუციური სცენარი დააანონსა.

 

„აქედან გამომდინარე, მესმის 3 და უფრო ნაკლებ პროცენტიანი რეიტინგისა და შედეგის მიმღები პარტიების, რომლებიც ახლა უკან დასახევ გზას ეძებენ და ეს ყველაფერი გასაგებია, თუმცა მე მაინც მგონია, რომ მათ ეყოფათ კეთილგონიერება, რომ „ნაცმოძრაობას“ არ ჩაყვნენ იმ დესტრუქციულ მოქმედებებში, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ვაანონსებდით დეტალური ადგილებისა და დროების მითითებით“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner