აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ქვეყანაში სტაბილირობა და სიმშვიდე იქნება.
„რევოლუციებისკენ მიდრეკილება ახასიათებს გარკვეულ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ძალებს, თუმცა ყველას მინდა მოვუწოდო, რომ ის შედეგები რომელიც გამომდინარეობდა ამ სამართლიანი კონკურენტუნარიანი არჩევნებიდან, ყველამ მიიღოს. ჩვენ არავის არ მივცემთ საშუალებას, რომ რაღაც რევოლუციური სცენარებით დააშინონ პოლიტიკური ძალები და მოსახლეობა. იქნება სიმშვიდე და სტაბილურობა. თუ მანდატებზე უარს იტყვიან, ეს არის კონკრეტული პოლიტიკური ძალების პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის ამომრჩევლების პატივისცემის საკითხი, რომელთა ნაწილმა მათ გარკვეულწილად ნდობა გამოუცხადა", - განაცხადა რიჟვაძემ.