logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: არავის მივცემთ საშუალებას, დემოკრატიულ, თავისუფალ, კონკურენტულ გარემოში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს
- +

1 ნოემბერი. 2020. 18:11

 

 

„ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ დემოკრატიულ, თავისუფალ, კონკურენტულ გარემოში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს“, - ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში.

 

„ასევე ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ ოპოზიციურმა ჯგუფებმა უნდა გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და მათ შორის საკუთარ ამომრჩეველს პატივი სცენ. სრულიად მიუღებელია და ეს არ ნიშნავს დემოკრატიულობის სიმწიფეს, როდესაც ჯერ არ არის საბოლოო შედეგები დათვლილი და მანამდე დააანონსეს ამ ჯგუფებმა უკვე საპროტესტო გამოსვლები და ა.შ. ყველას კარგად უნდა ახსოვდეს, იმ პერიოდში, როდესაც ჩვენი ქვეყანა დგას გამოწვევის წინაშე პანდემიასთან ბრძოლის და ჩვენ გვაქვს პარალელურად ქვეყანაში რადიკალური ოპოზიციის ჯგუფები, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და მათი სიცოცხლე და მიდიან ასეთ რადიკალურ ნაბიჯებზე და ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ლეგიტიმურობას, არ ითვალისწინებენ საერთაშორისო დამკვირვებლებს საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესის გამო, ეს ჩვენს ქვეყანაში აღარავის გამოუვა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

მისი თქმით, ხალხის ნება უზენაესია და მას წინ ვერაფერი აღუდგება. მისი თქმით, პარადოქსია, როცა ნინო ბურჯანაძე, რომლის პარტიამაც 1%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და რომან გოცირიძის სიტყვებიც გაიხსენა, რომელმაც განაცხადა, რომ თუ საკითხი მაგიდასთან ვერ წყდება, ის ქუჩაში უნდა გადაწყდეს.

 

„ეს არის ქუჩის ოპოზიცია და მათ ქუჩით ვერ გადავაწყვეტინებთ საკითხებს“,- აღნიშნა ოხანაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner