„საქართველოში არჩევნები შედგა, ამის მოსახლეობის უმეტესობას სჯერა. უფრო მეტიც, ამის შესახებ საუბრობენ ეუთო-ს, NATO-სა და სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები. მათ პირდაპირ განაცხადეს, არჩევნების შედეგები სავსებით ლეგიტიმურია და მოუწოდეს კიდეც პოლიტიკურ პარტიებსა და სუბიექტებს, დროზე შეიკრიბონ ახალ პარლამენტში“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე წერს.
მისი თქმით, რუსული სცენარისა და რევოლუციის ჟინი ისევ არ ასვენებთ მავნებლებს.
„ისე, ზოგიერთს, ისეთს ეღირსა პარლამენტის მანდატი, ძალიან ტკბილ სიზმარშიც რომ ვერ წარმოიდგენდა, თუმცა, როგორც ჩანს, ოპოზიციური სპექტრი ვერ გამოდის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი ავანტურისტი ბელადის სააკაშვილის დიდი ზეგავლენიდან და გაურკვეველ კითხვის ნიშნებს სვამენ. ახლა მათთვის მთავარია, რა დონეზე შეძლებენ სიტუაციიის რადიკალიზაციას. რუსული სცენარისა და რევოლუციის ჟინი ისევ არ ასვენებ მავნებლებს!
ოპოზიცია, ჯობია, დაწყნარდეს და ღირსეულად შეეგუოს დამარცხებას!
ეს ქვეყანა წინ უნდა წავიდეს და მავნებლების დასანგრევი ნამდვილად არ უნდა გახდეს! ხელისუფლებას კი მოვუწოდებ, ნებისმიერი სახის არეულობის მცდელობას სათანადო პასუხი გასცეს!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.