logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: არჩევნების შედეგები არ მოსწონთ პარტიებს, რომლებმაც 1%-იანი ზღვარი ძლივს გადალახეს
- +

1 ნოემბერი. 2020. 18:34

 

 

„არჩევნების შედეგები არ მოსწონთ პარტიებს, რომლებმაც 1%-იანი ზღვარი ძლივს გადალახეს. რა საარჩევნო სისტემა უნდოდათ ისეთი, რომელიც აქამდე არ გაუჟღერებიათ და რომლითაც მოვიდოდნენ ხელისუფლებაში? ასეთი სისტემა უბრალოდ არ არსებობს“, - ამის შესახებ „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

 

„ოპოზიცია ითხოვდა საარჩევნო სისტემის შეცვლას და 2020 წელს იმ სისტემის ამოქმედებას, რაც 2024 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო - კერძოდ, საარჩევნო ბარიერი უნდა ყოფილიყო 5%, სისტემა კი სრულად პროპორციული. ეს ვარიანტი რომ მიგვეღო თავის დროზე, დღეს პარლამენტში ამ მოცემულობით გვეყოლებოდა 100 დეპუტატი, მეორე ადგილზე მყოფ პარტიას - 50 დეპუტატი, სხვები კი საერთოდ ვერ მოხვდებოდნენ პარლამენტში. ჩვენ 120/30-ზე მოდელი და „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა ყოველმა მეორე ამომრჩეველმა. თუ 1%-იან ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიების ნაშთს გადავანაწილებთ, დღეს ჩვენ 14 მაჟორიტარი დეპუტატით და 48%-ით აკომპლექტებს უმრავლესობას და აყალიბებს მთავრობას. გარდა ამისა, რომ 16 ოლქში ჯერ კიდევ მეორე ტურებია ჩასატარებელი. ოპოზიცია ამბობს, რომ არჩევნები გაყალბებულია. შედეგები არ მოსწონთ პარტიებს, რომლებმაც 1%-იანი ზღვარი ძლივს გადალახეს. რა საარჩევნო სისტემა უნდოდათ ისეთი, რომელიც აქამდე არ გაუჟღერებიათ და რომლითაც მოვიდოდნენ ხელისუფლებაში? ასეთი სისტემა უბრალოდ არ არსებობს. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ არ აქვთ ხალხის საკმარისი მხარდაჭერა იმისთვის, რომ არჩევნების გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში. შესაბამისად, დესტრუქციის გარდა, მათ სხვა გზა არ დარჩათ“, - განაცხადა დავითულიანმა.

 

ოპოზიციის ნაწილი პარლამენტთან აქციას მართავს. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ერთიან სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. მათი ერთ-ერთი სცენარი არის ის, რომ ბოიკოტი გამოაცხადონ, უარი თქვან მანდატებზე და არ შევიდნენ პარლამენტში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner