„ბოიკოტირება დესტრუქციისა და ე.წ. რევოლუციური ლოგიკის სცენარის ნაწილია. ბოიკოტირების შემთხვევაში მათ აქვთ ერთადერთი მექანიზმი, რომ ეს განახორციელონ, ყველამ უნდა განაცხადოს უარი საკუთარ მანდატზე“, - ამის შესახებ „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო არავის მისცემს უფლებას ამომრჩევლის ნება უგულებელყოს.
„ბოიკოტირება დესტრუქციისა და ე.წ. რევოლუციური ლოგიკის სცენარის ნაწილია. ბოიკოტირების შემთხვევაში მათ აქვთ ერთადერთი მექანიზმი, რომ ეს განახორციელონ, ყველამ უნდა განაცხადოს უარი საკუთარ მანდატზე, და არა ისე, როგორც თავის დროზე შალვა ნათელაშვილი მოიქცა, თითქოს უარი განაცხადა მანდატზე, ხელფასს იღებდა და იჯდა სახლში. ანაზღაურებას იღებდა და საქმეს არ აკეთებდა. ბოიკოტის რეჟიმი ვართ საკრებულოში პრაქტიკულად, ბოლო ერთი წელია, ოპოზიცია არ შემოდის და ჩვენ საქმეს ვაკეთებთ. სახელმწიფო არავის მისცემს უფლებას ამომრჩევლის ნება უგულებელყოს“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.