„ჩვენ ვერანაირად ვერ შევეგუებით იმ ორმაგ სტანდარტებს, რომელიც ოპოზიციას აქვს კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში“, - ამის შესახებ გივი მიქანაძემ განაცხადა.
„ქართული ოცნების“ წევრის თქმით, ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების მხოლოდ იმ რეკომენდაციებს ითვალისწინებს, რომელიც მათ ინტერესებს ასახავს. დღეს კი, როდესაც საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ არჩევნები თავისუფალ, კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, ისინი ამ აზრს არ ითვალისწინებენ.
„არჩევნები გუშინ დასრულდა, ჯერ ხმები დათვლილი არ არის და ძალიან ბევრი სამართლებლივი ნაბიჯი გადასადგმელი შეიძლება იყოს ორივე მხრიდან და, რაც მთავარია, ეს პროცედურები არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო კუთხით ბევრი რამ არის მოწესრიგებული და ბევრი რეკომენდაცია ეუთო/ოდირისა და პარტნიორი ორგანიზაციების გათვალისწინებული არის, იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ პროცესებს დაველოდოთ და პირველივე დღეებში ასეთ მასობრივი ღონისძიებების განხორციელება და მოწოდება, რომ შევიკრიბოთ, გავაპროსტესტოთ და სხვა ფორმით გავაპროტესტოთ უნდობლობა და გარკვეულწილად ლეგიტიმურობის საკითხი მათი აზრით კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ, ამას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გამოეხმაურნენ და პირდაპირ თქვეს, რომ ეს მიუღებელია“, - განაცხადა მიქანაძემ.