იური ვაზაგაშვილის ოჯახის ახლობლები, მეგობრები სააპელაციო სასამართლოსთან გამაფრთხილებელი აქციის გამართვას გეგმავენ. ინფორმაცია ამის შესახებ facebook-ზე ვრცელდება:
„ყველას, ვინც არ ეგუება უსამართლობას და ვისთვისაც უცხო არაა თანაგრძნობა, ვიკრიბებით ვაზაგაშვილების ოჯახის სოლიდარობის აქციაზე, რათა აღვკვეთოთ ნაცხროვის მხრიდან მათი შეურაცხყოფა და დევნა! ეს კი, უკვე თვეების განმავლობაში გრძელდება... გამაფრთხილებელი აქცია დაგეგმილია სასამართლო სხდომის წინ, 30 ივნისს, 12 საათიდან 12:30-მდე! შემოგვიერთდით !
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ გარდა იმისა, რომ იური და ზურა ვაზაგაშვილების მკვლელთა მნიშვნელოვანი ნაწილი დღემდე დაუსჯელია, მათი ოჯახი დღევანდელ ხელისუფლებას ნაცხროვის მხრიდან დევნისა და შუერაცხყოფებისაგანაც კი არ დაუცავს. ამიტომ ეს ჩვენ, მათმა მეგობრებმა და ღირსეულმა მოქალაქეებმა უნდა გავაკეთოთ!" - წერია განცხადებაში.