ცენტრალური საარჩევნო კომისია თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს. მონაცემები მოიცავს 3 847 საარჩევნო უბნიდან დათვლილი 3 838 უბნის შედეგებს.
მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები – „ქართული ოცნება“ ბექა ოდიშარია – 44,81%, (21 690 ხმა); „ევროპული საქართველო“ შალვა შავგულიძე – 29,45%; (14 254 ხმა); ვაკის რაიონი – „ქართული ოცნება“ ნოდარ ტურძელაძე – 42,24%, (25 333 ხმა); „ევროპული საქართველო“ ელენე ხოშტარია – 35.55%, (21 320 ხმა); საბურთალოს რაიონი – „ქართული ოცნება“ დავით სერგეენკო 43.23%, (31 459 ხმა); „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ ალეკო ელისაშვილი – 19,16%, (13 940 ხმა); ისნის რაიონი – „ქართული ოცნება“ კახა კახიშვილი – 46.73%,(24 834 ხმა); „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ხატია დეკანოიძე – 27,24%, (14 475 ხმა); სამგორის რაიონი – „ქართული ოცნება“ სოზარ სუბარი 45,87%, (32 199 ხმა); „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ლევან ხაბეიშვილი – 39,18%, (27 505); დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონები – „ქართული ოცნება“ გიორგი ვოლსკი 42,74%, (29 403 ხმა); დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე 20,99%, (14 437 ხმა); ნაძალადევის რაიონი – „ქართული ოცნება“ მიხეილ ყაველაშვილი – 43,76%, (28 584 ხმა); „ლეიბორისტული პარტია“ შალვა ნათელაშვილი – 25,01%, (16 339 ხმა); 8 – გლდანის რაიონი – „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ნიკანორ მელია – 43,844%, (30 767 ხმა); „ქართული ოცნება“ – ლევან კობიაშვილი 42,73%, (29 990 ხმა).