თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მანანა თოქმაჯიშვილი, სოციალურ ქსელში, ოპოზიციის მიერ გამართულ აქციას ეხმაურება:
„მე რომ საპროტესტო აქციებზე დავდიოდი, საღამოს სახლში იმ ხალხის გამოგზავნილი უბნის ინსპექტორები მსტუმრობდნენ, ახლა რომ დაშინებულ ამომრჩეველზე დარდით რევოლუციურ სცენარს წერენ. არ იფიქროთ აგიტაციის მიზნით, უფასოდ მთავაზობდნენ 20-კაციან საკანში ადგილს.
დრო მიდის, „ნაცები“ რჩებიან უცვლელნი...
პ.ს. პირბადე არ უშლის ხელს აზრისა და სიტყვის გამოხატვას. იქონიეთ ელემენტარული პასუხისმგებლობა იმ ახალგაზრდების მიმართ, ვინც აქციაზე დგას.“- წერს თოქმაჯიშვილი.