logo_geo
eng_logo
მანანა თოქმაჯიშვილი: დრო მიდის, „ნაცები“ რჩებიან უცვლელნი...
- +

1 ნოემბერი. 2020. 19:59

 

 

თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მანანა თოქმაჯიშვილი, სოციალურ ქსელში, ოპოზიციის მიერ გამართულ აქციას ეხმაურება:

 

„მე რომ საპროტესტო აქციებზე დავდიოდი, საღამოს სახლში იმ ხალხის გამოგზავნილი უბნის ინსპექტორები მსტუმრობდნენ, ახლა რომ დაშინებულ ამომრჩეველზე დარდით  რევოლუციურ სცენარს წერენ. არ იფიქროთ აგიტაციის მიზნით, უფასოდ მთავაზობდნენ 20-კაციან საკანში ადგილს.

 

დრო მიდის, „ნაცები“ რჩებიან უცვლელნი...

 

პ.ს. პირბადე არ უშლის ხელს აზრისა და სიტყვის გამოხატვას. იქონიეთ ელემენტარული პასუხისმგებლობა იმ ახალგაზრდების მიმართ, ვინც აქციაზე დგას.“- წერს თოქმაჯიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner