„ლიეტუვა ულოცავს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარებას და შეახსენებს, რომ საჭიროა დამატებითი ძალისხმევა ხარვეზების აღმოსაფხვრელად“, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
„ლიეტუვა ულოცავს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარებას და შეახსენებს, რომ საჭიროა დამატებითი ძალისხმევა ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მნიშვნელოვანი არჩევნები გაგრძელდება და მზად ვართ, გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა ევროატლანტიკურ გზაზე“, – წერს ლინკევიჩუსი.