logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ოპოზიციას ვურჩევდი არ წავიდნენ ქართველი ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ
- +

1 ნოემბერი. 2020. 21:18

 

 

„მე ვურჩევდი მათ არ წავიდნენ ქართველი ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ“, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის, ეს მე-10 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილებაზე გავლენას ვერ მოახდენს.

 

„ხოლო იმ შემთხვევაში თუ ეს ხალხი მაინც გადაწყვეტს, რომ ამომრჩევლის, დამკვირვებლების, პარტნიორების, ჩვენი დასავლელი მეგობრების ნების, რჩევის და ობიექტური დამოკიდებულების საწინააღმდეგო მოქმედებები უნდა განახორციელონ, ეს მათი ნება. ნებისმიერ შემთხვევაში, საბედნიეროდ, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტს მიღებული შედეგების შესაბამისად, ექნება ლეგიტიმაცია, რომ დაიწყოს მუშაობა, ცნოს პარლამენტის უფლებამოსილება და შეუდგეს კანონშემოქმედების და შესაბამის საქმიანობას, რაც არის რეგლამენტით გათვალისწინებული“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ დაპირებული რეფორმების განხორციელებას განაგრძობს, რათა 2024 ქვეყანაში შექმნას შესაბამისი პირობები, რომ ევროკავშირში წევრობაზე დასაბუთებული განაცხადი შეიტანოს.

 

31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების ეტაპობრივ განახლებას თვალი შეგიძლიათ ადევნოთ ამ ბმულზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner