„გამორიცხული რომელიმე ქვეყანაში ჩატარდეს არჩევნები უხარვეზოდ ან არ დაიწეროს საჩივარი ან ყველაფერი იქნება ისეთი იდეალური, რომ ერთი პატარა ხარვეზიც არ ყოფილა. ჩვენ რა თქმა უნდა ველოდებოდით, რომ იქნებოდა გარკვეული საჩივრები დაწერილი, მაგრამ საჩივრების რაოდენობა სამჯერ ნაკლებია, ვიდრე ეს იყო წინა არჩევნების დროს, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან გაიზარდა საქართველოში არჩევნების ჩატარების სტანდარტი, ხარისხი და ეს არ შეიძლებოდა არ ყოფილიყო შეფასებული ჩვენი დამკვირვებლების მხრიდან“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა კახა კუჭავამ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ანგარიშში მითითებული ის ხარვეზებიც კი, რომელიც მხოლოდ მმართველ პარტიას არ ეხება
„იქ მითითებულია ზოგადად პრობლემებზე. მაგალითად, დაფინანსების ნაწილი, როდესაც თვლიან, რომ უფრო ღია უნდა იყოს და უფრო რეგულირებადი. ყველა პარტიის დაფინასების ნაწილზეა საუბარი. დღეს მათ პრეზენტაციის დროს აღნიშნეს, რომ მალე უნდა შეიკრიბოს პარლამენტი, რომ რაც შეიძლება მალე დავიწყოთ მუშაობა, რათა ეს ხარვეზები აღმოვფხვრათ და კიდევ უფრო დავხვეწოთ ის შედეგი, რასაც მივაღწიეთ“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.