logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ყველა პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური სუბიექტი მეორე ტურისთვის უნდა ემზადებოდეს, ასე ვაკეთებთ ჩვენ
- +

1 ნოემბერი. 2020. 22:29

 

 

„ყველა პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური სუბიექტი მეორე ტურისთვის უნდა ემზადებოდეს“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, მიხეილ სააკაშვილს საკუთარი მედია და ფინანსური რესურსიდან გამომდინარე არეულობის შექმნის რესურსი აქვთ, თუმცა ის ძალიან შეზღუდულია.

 

„შესაბამისად, ვერანაირ არეულობას ეს პოლიტიკოსი და მისი უშუალო მხარდამჭერები, ბუნებრივია, ამ პროცესში ვერ შემოიტანენ. ყველას ვურჩევთ მოემზადონ არჩევნების მეორე ტურისთვის. ნახევარ საქართველოში ტარდება მეორე ტური. რა თქმა უნდა, ყველა პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური სუბიექტი მეორე ტურისთვის უნდა ემზადებოდეს. ასე ვაკეთებთ ჩვენ“, - განაცხადა კობახიძემ.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ 16 საარჩევნო ოლქში მეორე ტურისთვის მზადებას ხვალ დაიწყებს. ის დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდის ყველა კანდიდატი გამარჯვებას მოიპოვებს.

 

საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. „ქართულ ოცნებას“ ხმა ამომრჩეველთა 48,15%-მა მისცა, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 27,14%-მა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner