„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მოიხადა თავისი მოქალაქეობრივი ვალი და განსაკუთრებით ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებს, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანი გაკეთდა იმისთვის, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობში ქვეყანა განვითარდეს და მშვიდობა და სტაბილურობა შენარჩუნდეს, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ტელეკომპანა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„დამატებით 100 000-ზე მეტი ხმა მივიღეთ. 2016 წელსთან შედარებით უფრი მეტი ადამიანი მივიდა არჩევნებზე და ამის გამო მივიღეთ 48%. გულწრფელად გეტყვით, რომ მეგონა, უფრო მეტ პროცენტულ მაჩვენებელს მივიღებდით. მეგონა ასევე, რომ ამდენი მეორე ტური არ დაგვჭირდებოდა, თუმცა აქ საგანგაშო არაფერია, ესეც დემოკრატიული პროცესების ნაწილია. ჩვენ უკვე დავიწყეთ მომზადება იმ ოლქებში და დარწმუნებული ვართ, რომ მივაღწევთ წარმატებასა და გამარჯვებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.