logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ერთადერთი ადამიანი, ვისაც დღეს ქვეყანაში უნდა შემოიტანოს დესტაბილიზაცია, მიხეილ სააკაშვილია
- +

1 ნოემბერი. 2020. 22:43

 

„ერთადერთი ადამიანი ვისაც დღეს ქვეყანაში უნდა შემოიტანოს დესტაბილიზაცია, არეულობა, ერთმანეთს დააპირისპიროს საზოგადოება, არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კარგად ხვდება, რომ ის არჩევნებით ხელისუფლებაში უმრავლესობით ვერ მოვა და ცდილობ რევოლუციური, დაპირისპირების გზით როგორმე ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.

 

„სანამ ჩვენ ხელისუფლებაში ვართ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში იდევნებოდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები, ან ვინმემ ხელი შეუშალოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ყველას უფლება აქვს ჩაატაროს მიტინგი, მოაწყოს აქციები, გამოხატონ წყენა სხვადასხვა ფორმით, მაგრამ თუკი ვინმე შეეცდება ქვეყანაში არეულობის შემოტანას და ეს გაცდება კანონის ჩარჩოებს, სახელმწიფოს მხრიდან ამას ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. ჩვენთვის დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სიმშვიდე, მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner