"გულწრფელად, მეგონა უფრო მეტ პროცენტულ მაჩვენებელს მივიღებდით." - ამბობს ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე ინტერვიუში.
"ქართულმა ოცნებამ იგივე შედეგი დადო, რაც 2016 წელს. დამატებით, 100 000-ზე ცოტა მეტი ხმა მივიღეთ, უბრალოდ, 2016 წელთან შედარებით ძალიან ბევრი ადამიანი იყო მოსული არჩევნებზე და ამის გამო მივიღეთ 48%.
მე გეტყვით ჩემს დამოკიდებულებას, გულწრფელად, მე მეგონა, რომ უფრო მეტს მივიღებდით პროცენტულ მაჩვენებელს. ასევე, მეგონა, რომ ამდენი მეორე ტური არ დაგჭრიდებოდა. თუმცა აქ არაფერი საგანგაშო არ არის, ესეც დემოკრატიული პროცესების ნაწილია." - ამბობს კალაძე იმედთან ინტერვიუში.
ცესკოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით უკვე დათვლილია უბნების 100%. არჩევნების პროპორციული შედეგები პარტიების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
ქართული ოცნება – 48.15%
ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14
ევროპული საქართველო – 3.78%
ლელო – 3.15%
სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%
პატრიოტთა ალიანსი – 3.14%
გირჩი – 2.86%
მოქალაქეები – 1.33%
ლეიბორისტული პარტია – 1%
ასევე, თბილისში ყველა ოლქში მეორე ტური გაიმართება.