logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა, რისი გარანტიაც „ქართული ოცნებაა“
- +

1 ნოემბერი. 2020. 23:10

 

„ამ ქვეყანაში 2012 წლის შემდეგ განსხვავებული აზრი, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, სიტყვის გამოხატვის თავისუფლება არის აყვანილი უმაღლეს სტანდარტზე. სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, ქვეყანაში იდევნებოდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, ან ვინმემ ხელი შეუშალოს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„ყველას აქვთ უფლება მოაწყოს მიტინგები, აქციები, გამოხატოს წყენა სხვადასხვა ფორმით, მაგრამ თუკი ვინმე შეეცდება ქვეყანაში არეულობის შემოტანას და გაცდება კანონის ჩარჩოებს, სახელმწიფოს მხრიდან, ხელისუფლების მხრიდან ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება. დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ სიმშვიდე , მშვიდობა და სტაბილურობა, რისი გარანტი არის „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“ და მე კიდევ ერთხელ მინდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner