ავტორი ალა გრიგალაშვილი
„სულხანს როცა ჩამოაბრძანებენ, დავხვდეთ ყველა, როგორც იტყვიან, ქუდზე კაცი!" - ამის შესახებ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში წერს.
„მეგობრებო! საკმარისია ტირილი და გოდება! დიდი ხანია უკვე ცრემლი აღარ სდის ჩვენს დატანჯულ თვალებს! ჩვენ თვითონ თუ არ ვივარგებთ და დროზე არ ვიმოქმედებთ, ხომ ხედავთ, გვხოცავენ!
სულხანმა ყველაფერი გააკეთა ბოროტების წინააღმდეგ, სიცოცხლის ბოლო წუთამდე იბრძოლა და ჩვენც ყველანი ვიბრძვით, მაგრამ ცალ-ცალკე, ცალ-ცალკევე ამოგვხდიან სულს ის, რომ დამტირალიც აღარ გვეყოლება! სულხანს როცა ჩამოაბრძანებენ, დავხვდეთ ყველა, როგორც იტყვიან, ქუდზე კაცი!
ახალგაზრდობას მოგიწოდებთ, ნუ დაიზარებთ, შევიკრიბოთ და დავამსხვრიოთ ერთხელ და სამუდამოდ უღელი, რომელიც მოხვეული გვაქვს თავს! მივცეთ საშუალება სულხანს ამქვეყნიდან წასვლამდე ქვეყნის მომავლისათვის ბოლო გასროლის!
გარდაცვლილი სულხანი ბევრად გჯობიათ, საქართველოს მტრებო! ეს მან დაამტკიცა თავისი ცხოვრებით. აწი კი ჩვენ დავუმტკიცოთ, რომ გონივრული ვაჟკაცობაც არსებობს, რომელსაც ვერავინ დაუდგება წინ!
დიდება ღმერთს და დიდება, სულხან, შენს ლამაზ სულს!" - წერს კვიციანი.