„არის ძალიან ბევრი ფაქტორი, თუ რატომ მისცა ხმა ამდენმა ხალხმა „ქართულ ოცნებას. ყველაზე ფუნდამენტური და ღირებული რაცაა ჩემთვის, ეს გახლავთ ის, რომ მმართველი ძალა პატივს სცემს ადამიანს“, - ამის შესახებ იუმორისტმა ბესო ბერულაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„ქართული ოცნებისთვის“ მთავარი ღირებულებაა ადამიანი, მისი კეთილდღეობა, ღირსება და ინდივიდუალიზმი. „როდესაც პიროვნება შინაგანად თავისუფალია, ის ყოველთვის ასეთ არჩევანს გააკეთებს. ალბათ ეს გაითვალისწინა უმრავლესობამ და უპრეცედენტო შემთხვევაა და მესამედ ანდეს ამ პოლიტიკურ ძალას ქვეყნის ბედი“, -აღნიშნა ბერულაშვილმა.
საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. „ქართულ ოცნებას“ ხმა ამომრჩეველთა 48,15%-მა მისცა, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 27,14%-მა.