logo_geo
eng_logo
მიხეილ ყაველაშვილი: ღმერთმა დაიფაროს, რომ ეს დესტრუქცია გაგრძელდეს - ადრე თუ გვიან მკაცრი პასუხების გაცემა მოგვიწევს
- +

2 ნოემბერი. 2020. 01:05

 

 

„ღმერთმა დაიფაროს, რომ ეს დესტრუქცია გაგრძელდეს“ , - ამის შესახებ ,"ქართული ოცნების" ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მიხეილ ყაველაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, მმართველ პარტიას მკაცრი პასუხის გაცემა მოუწევს.

 

"ღმერთმა დაიფაროს, რომ ეს დესტრუქცია გაგრძელდეს, თმენის ვალდებულება ყველაფერში აქვს ხელისუფლებას, მაგრამ ჩვენს ზურგს უკან მყოფი საზოგადოება, რომელიც რიგ შემთხვევაში, გაღიზიანებულია იმიტომ, რომ ყოველდღე ვუსმენთ და ვუყურებთ ამ დესტრუქციას, საკმაოდ დიდი გავლენა აქვს ზოგიერთ ადამიანზე. ეს შემაფერხებელია და ადრე თუ გვიან მკაცრი პასუხების გაცემა მოგვიწევს. როცა დესტრუქცია დიდი ხანი გრძელდება, როცა კანონს ვეღარ აღასრულებ, რეფორმას ვეღარ გაატარებ, თუ ამ ყველაფერს დაემუქრება საფრთხე, შესაბამისად, ვიმოქმედებთ მმართველი ძალა,"- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner