logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: კიდევ ერთხელ გილოცავთ „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებას
- +

2 ნოემბერი. 2020. 01:19

 

 

არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით უამრავი სახელმწიფოს ლიდერისა და მაღალი დონის პოლიტიკოსების გზავნილები და მისალოცები კიდევ ერთხელ ცხადყოფენ, რომ შალვას სეფაში შეყრილ ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას, ანუ მიშა სააკაშვილსა და მის სატელიტებს, კოვზი ბურჯანაძის ფქვილში ჩაუვარდათ.

 

  1. რომ არა საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მიერ სრულიად გააზრებულად გადადგმული პრაგმატული ნაბიჯი და კრიმინალ უგულავასა და ოქრუაშვილის მიმართ გამოცემული შეწყალების აქტი (რამაც საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილის რისხვაც კი გამოიწვია) და რომ არა მრავალი სხვა ნაბიჯი, რომელიც "ოცნებამ" გადადგა საქართველოში საერთო ფონის გამოსწორებისთვის, მათ შორის საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, მერწმუნეთ, შეიძლებოდა, ასეთი დიდი, უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერა ვერც კი დაგვსიზმრებოდა.

 

ამიტომ, კიდევ ერთხელ გილოცავთ „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner