logo_geo
eng_logo
რომელი ასაკიდან ჩავურთოთ ბავშვს კონდიციონერი - ევგენი კომაროსკის რჩევები
- +

30 ივნისი. 2016. 16:48



ზაფხულის სიცხე ბავშვებსაც ისევე აწუხებს, როგორც დიდებს. ასეთ დროს გაგრილების საუკეთესო საშუალება კონდიციონერია. გავაჩეროთ თუ არა ბავშვო კონდიციონერიან ოთახში, მგზავრობისას ჩავრთოთ თუ არა მანქანში იგი და საერთოდ, რა უნდა იცოდნენ ბავშვიან ოჯახში კონდიციონერზე. რჩევებს ცნობილი უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროსკი გვთავაზობს:


რაც მალე შეაჩვევეთ ბავშვებს ცივილიზებული სამყაროს მიღწევებს, მით უფრო მარტივად მოხდება მისი ადაპტაცია გარემოში. მიღწევებში კონდიციონერიც შედის. ადრე თუ გვიან, მასთან შეხება მოუწევს. ამიტომ ნუ გადადეთ ამ პროცესს.


ჩვენს ქვეყანაში ის, რისი გამოცდილებაც ბებიების თაობას არ აქვს, მავნედ და დამღუპველად აღიქმება. კონდიციონერიც „ამ დღეშია".


ადამიანის ორგანიზმს გარემოში ადაპტირების უნარი აქვს. თუ სამშობიაროდან გამოყვანილ ბავშვს მოათავსებთ ოთხში, სადაც იდეალური ტემპერატურა და ტენიანობაა, არ არის ორპირი, იდეალური სისუფთავეა და მხოლოდ ამ გარემოში ამყოფებთ, ის ძალიან კარგად იგრძნობს თავს, თუმცა კარგად იქნება მხოლოდ ასეთ პირობებში.


ნურასოდეს იფიქრებთ, რომ „ჯერ პატარაა და კონდიცირებული ჰაერი მისთვის ადრეა" - პირიქით, რაც ადრე გაიგებს მის გემოს, მით მალე შეეგუება მას.


გცხელათ? ძალიან გცხელათ? ესე იგი ბავშვი იწვის სიცხისგან. მას ყოველთვის უფრო სცხელა, ვიდრე ზრდასრულს, რადგან თერმორეგულირების მექანიზმი არა აქვს ან ძალიან სუსტად „მუშაობს". ამიტომ სიცხე მას მეტად ვნებს. დედ-მამას კონდიციონერი სჭირდება? ესე იგი, პატარასთვის ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.


პაპანაქება სიცხეში მგზავრობთ მანქანით? ამ დროს ბავშვის სიცხით გატანჯვას, ჯობია, კონდიციონერი ჩაურთოთ, თუმცა დაიმახსოვრეთ, კონდიციონერი იმისთვისაა, რომ არ დაგცხეთ. ანუ ისე არ უნდა აუწიოთ, რომ შეგცივდეთ და თბილად ჩაცმა მოგიწიოთ.


თუ პაპანაქება სიცხიდან უცებ მოხვდით კონდიციონერიან შენობაში, მაგალითად, მაღაზიაში და საღამოს შენიშნეთ, რომ ბავშვი გაციებულია. არის თუ არა ეს კონციონერის ბრალი? მე ვიტყოდი, რომ მშობლის ბრალია, იმიტომ, რომ თავის დროზე არაფერი გააკეთა ბავშვის ორგანიზმის გასაკაჟებლად. ადამიანის სისხლძარღვებს ტემპერატურის ცვლილებაზე რეაგირების უნარი აქვთ. თუ ბავშვს ეს უნარი დაქვეითებული აქვს, ესე იგი ის მხოლოდ სტანდარტულ გარემოსაა შეჩვეული, მშობელს არაფერი გაუგია ზაფხულში გრილ შხაპზე, არ აძლევს წუწაობის უფლებას, არ აძლევს იატაკზე ფეხშიშველი სირბილის უფლებას, აჭმევს მხოლოდ გამდნარ ნაყინს, ასმევს მხოლოდ ოთახის ტემპერატურის წყალს... ასეთმა მშობელმა ბავშვის გაცივება მხოლოდ კონდიციონერს და ორპირს არ უნდა დააბრალოს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner