logo_geo
eng_logo
გიორგი გახარიას პირადი დაცვის კიდევ 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა
- +

2 ნოემბერი. 2020. 10:18

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პირადი დაცვის კიდევ 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

 

„სამწუხაროდ, მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, რადგან ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ მქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას დაუდგინდა კორონავირუსი. შესაბამისად, გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას“, - წერს გიორგი გახარია.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner