რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 18 257 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ვირუსს ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 238 ადამიანი ემსხვერპლა.
2 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი სულ 1 655 038 ადამიანს დაუდგინდა. მათგან 1.2 მილიონზე მეტი გამოჯანმრთელდა, 28 473-თვის კი, ვირუსი ლეტალური აღმოჩნდა.