logo_geo
eng_logo
განათლების სამინისტრო: კოვიდის ეფექტიანად მართვის მიზნით 1 844 მაღალკურსელი უკვე გადამზადდა
- +

2 ნოემბერი. 2020. 13:37

 

„კორონავირუსის ეფექტიანად მართვის მიზნით, მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების 1 844 მაღალკურსელი უკვე გადამზადებულია“, - განცხადებას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სპეციალურად შეიმუშავა გადამზადების სწრაფი ტრენინგ-კურსი COVID-19 ჰიბრიდული ფორმით - როგორც ონლაინ, ასევე არადისტანციურად.

 

გადამზადების პროგრამის მთავარ მიზანს სამედიცინო პერსონალის სარეზერვო ბაზის შექმნა წარმოადგენს. გადამზადებულ სტუდენტებს კოვიდ-სიტუაციის მართვის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, მედპერსონალის დახმარების მზაობა აქვთ.

 

სამინისტროს ინფორმაციით, სტუდენტთა გადამზადების პროგრამა სისტემურად გაგრძელდება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner