საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„ნაცსექტანტებო!
ძალიან მაგარი რჩევა მაქვს თქვენთვის:
ყველამ, პროპორციული სიის 177-ვე დეპუტატობის კანდიდატმა არჩევნებიდან მოხსნის განცხადება ჩააბარეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და გააუქმეთ თქვენი პარტიული პროპორციული სია!
ამით თქვენ დაამტკიცებთ, რომ ნამდვილად არ შედიხართ პარლამენტში და თქვენი ეს განზრახვა სერიოზულია!
აბა, თქვენ იცით, - გვიჩვენეთ პრინციპულობის მაგალითი!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.