logo_geo
eng_logo
96 წლის მუნთეა გობაძემ კორონავირუსი დაამარცხა
- +

2 ნოემბერი. 2020. 16:43

 

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი კორონავირუსისგან განკურნებული 96 წლის ქალის ფოტოს აქვეყნებს. კლინიკის ფეისბუქ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, მუნთეა გობაძე კლინიკის კოვიდ-ცენტრში 2 კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

 

„გაიცანით ჩვენი გმირი ბებო – მუნთეა გობაძე. შემოყვანისას მას აღენიშნებოდა პნევმონია გართულებით – სუნთქვის მწვავე უკმარისობით; ასევე თანმდევი დაავადებები: გულის ქრონიკული უკმარისობა და სტენოზი. ჩვენი მედიკოსების დამხარებით უხუცესმა ქალბატონმა ვირუსი დაამარცხა, თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს და კოვიდ-ცენტრიდანაც უკვე გაეწერა. ჯანმრთელობას და კიდევ დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ ჩვენს გმირ ბებოს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner