logo_geo
eng_logo
„Bloomberg“: საქართველოს მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
- +

2 ნოემბერი. 2020. 17:54

 

„საქართველოს მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა“, - ამის შესახებ ,,ბლუმბერგი“ იუწყება.

 

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ბიძინა ივანიშვილის ,,ქართულმა ოცნებამ” კვირას, დღის ბოლოსთვის დათვლილი ხმების 48.1% მიიღო და არჩევნებში მესამედ გაიმარჯვა მთავარ ოპოზიციურ ბლოკზე, რომელმაც პრემიერ-მინისტრის კანდიდატად მისი მთავარი მეტოქე, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წარადგინა.

 

„საქართველოს უმდიდრესი ადამიანის მიერ დაარსებულმა მმართველმ პარტიამ, შაბათის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ოპოზიციის პროტესტის ფონზე. მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის ,,ქართულმა ოცნებამ” კვირას, დღის ბოლოსთვის დათვლილი ხმების 48.1% მიიღო და არჩევნებში მესამედ გაიმარჯვა მთავარ ოპოზიციურ ბლოკზე, რომელმაც პრემიერ მინისტრის კანდიდატად მისი მთავარი მეტოქე, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წარადგინა.

 

ივანიშვილმა „ქართული ოცნება“ 2012 წელს დააარსა, რათა დაპირისპირებოდა სააკაშვილს, „ვარდების რევოლუციის“ ლიდერს, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება 2013 წელს მისი პრეზიდენტობის დამთავრების შემდეგ, რადგან, მისი მხრიდან უარყოფის მიუხედავად, მთავრობამ იგი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა“, - წერს ბლუმბერგი.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner