logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: იციან, რომ მეორე ტურში აგებენ და წინასწარ მარცხის გაფორმებას ერიდებიან
- +

2 ნოემბერი. 2020. 19:00

 

 

„იციან, რომ მეორე ტურში აგებენ და წინასწარ მარცხის გაფორმებას ერიდებიან“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში არ შევა.

 

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საზოგადოებას აფრთხილებდა, რომ ოპოზიცია არჩევნების შემდეგ დესტრუქციის გზას მიმართავდა.

 

„ჩვენ წინასწარ ვაცხადებდით, რომ არჩევნების შემდეგ ოპოზიცია მიმართავდა დესტრუქციის გზას. აშკარაა, რომ ხალხის მხარდაჭერის არასრებობის ფონზე, არჩევნებში გამარჯვების შანსს ვერ ხედავენ. სწორედ ამიტომ, დესტრუქცია არის მათთვის ერთგვარი ხავსი, რომელსაც 2012 წლიდან ეჭიდებიან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, „ქართული ოცნება“ მეორე ტურისთვის მზადებას იწყებს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner