logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: სრულიად ოპოზიციური სპექტრი ვერ გაექცა მიშა სააკაშვილის ლანდს
- +

2 ნოემბერი. 2020. 21:25

 

 

„როგორც მოსალოდნელი იყო, სრულიად ოპოზიციური სპექტრი ვერ გაექცა მიშა სააკაშვილის ლანდს და მათმა დიდმა უმრავლესობამ საბოლოოდ დაამტკიცა, რომ მიხეილ სააკაშვილის მორჩილებაში რჩებიან და მის ჩრდილ ქვეშ ეძებენ ადგილს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„არც ის არის ახალი, რომ ეს ადამიანები მკაფიოდ ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევიან. გვახსოვს, მიხეილ სააკაშვილის ცნობილი გზავნილები დასავლურ კოლონიალიზმზე. გუშინ, ნიკა გვარამიამ და ნანა ჟორჟოლიანმა სრულიად უსაფუძვლოდ დაადანაშაულა ამერიკის შეერთებული შტატები, თითქოს ისინი თავს გვახვევენ არჩევნების შედეგებს.

 

უკვე დღეს, პოლიტიკურმა კლოუნმა შალვა ნათელაშვილმა, გააძლიერა ისედაც ცნობილი ანტიდასავლური რიტორიკა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი პუტინთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.

 

გარდა იმისა, რომ სრულიად უსაფუძვლო და სასაცილოა ოპოზიციის ეს განცხადებები, არ უნდა დაგვავიწყდეს, წლების მანძილზე, ამ ხალხს მედასავლეთეს მანტია ჰქონდა მოსხმული, სინამდვილეში კი ყოველთვის ებრძოდნენ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ევროპულ ღირებულებებს.

 

როგორც ადრე აღვნიშნე, მზის სინათლე საუკეთესო დეზინფექტორია, რაც უფრო მეტს ისაუბრებენ ეს ძალები საჯაროდ, მით უფრო მეტად გავიგებთ მათ გულწრფელ ზრახვებს, მიზნებს და საგარეო კომპასებს“, - წერს რატი იონათამიშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner