logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: განსაკუთრებული არაფერი ხდება
- +

30 ივნისი. 2016. 17:35



თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ყოფილი ფინანსური დირექტორის ირაკლი ღურჭუმელიას განცხადებით, თანამდებობა სხვა სამსახურში გადასვლის გამო დატოვა.

მისი თქმით, სატრანსპორტო კომპანიაში 3 მაისის შემდეგ აღარ მუშაობს.



3 მაისის მერე მანდ აღარ ვმუშაობ. სხვა სამსახურში ვარ და სხვაგან ვმუშაობ. მერიას გუშინ გაუკეთებია განცხადება მთავრობის სხდომაზე. ერთი თვის წინ დავწერე განცხადება. მერე ვიყავი კუთვნილ შვებულებაში", - განაცხადა ღურჭუმელიამ.



საკითხს გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანიაც და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, რადგან ღურჭუმელია შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე არ გათავისუფლებულა.



შიდა აუდიტი არ დამთავრებულა და შესაბამისად, არავის აქვს ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაა. ღურჭუმელიამ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. მას დიდი ხანია განცხადება დაწერილი აქვს, უბრალოდ, ახლა მოხდა დაკმაყოფილება მთავრობის სხდომაზე. განსაკუთრებული არაფერი ხდება. ძალიან ბევრი ქაღალდი შეიძლე დავადოთ და ვთქვათ, რომ მოცულობითია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დარღვევებია", - განაცხადა ნარმანიამ.



თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიის ფინანსური დირექტორი ირაკლი ღურჭუმელია თანამდებობიდან გათავისუფლდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner