„მიხარია, რომ შაბათს ჩატარებულმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ქართველების ერთგულება ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი“, - ამის შესახებ NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.
„მაღალი იყო ამომრჩეველთა აქტივობა პანდემიის მიუხედავად. საერთაშორისო დამკვირვებლების პირველადი შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული და თავისუფალი იყო. თუმცა, არჩევნების შედეგებისადმი ნდობის განსამტკიცებლად, საჭიროა დარღვევების სათანადოდ გადაწყვეტა", - აღნიშნა რასმუსენმა